Wednesday, March 17, 2010

პროექტი

სასწავლო პროექტის გეგმა

1 _ პროექტის სახელი: `იმპრესიონიზმი~
2 _ პროექტის მოკლე აღწერილობა: მოსწავლეებს გავაცნოთ XIXს-ის მერე ნახ. მხატვრული მიმდენარეობას, რომელსაც `იმპრესიონიზმი ეწოდება. შევუქმნით წარმოდგენას იმპრესიონიზმის ხელოვნების გჰანვითარებაზე.
3 _ პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებს გავაცნობთ, რომ ეს გაკვეთილი ეძღვნება იმპრესიონისტ მხატვართა შემოქმედებას, რომლებმაც შექმნეს ახალი, წინა თაობის ხელოვანთაგან მკვეთრად განსხვავებული სტილი. აგრეთვე მათ ასპარეზზე გამოსავალს საზოგადოების მხრიდან ძალზე მწვავე რეაქცია მოჰყვა. დღეს კი იმპრესიონისტ მხატვართა ნამუშევრები მთელს მსოფლიოშია აღიარებული და თითქმის ყველაზე ძვირადღირებულია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ გამოფენებზე მაყურებელს უნდოდა მათი განადგურება. შემდეგ ეტაპზე მოსწავლებს რეპროდუქციები ვაჩვენოთ და ყველა ჯგუფი წარმოადგენს მოპოვებულ მასალას სხვადასხვა წყაროებიდან. აგრეთვე ისაუბრებენ აკვარელის ტექნიკაზე, რომ აკვარელის საღებავით ხატვა გულისყურსა და სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან იგი გამჭირვალეა და შეცდომის დაშვებისას ცუდ შედეგს იძლევა. (რის საშუალებასაც სხვა საღებავები, მაგ: გუაში და ზეთის სარებავები იძლევა) ბოლო ეტაპზე სამივე ჯგუფი ასრულებს პრაქტიკულ სამუშაოს აკვარელის ტექნიკით.
4 _ მონაწილეთა ასაკი: VII კლასი
5 _ პროექტზე მუშაობის ხანგრძლივობა: ორი სამუშაო კვირა.
6 _ პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: აკვარელის საღებავებით შეასრულებენ პეიზაჟს. კლოდ მონეს რეპროდუქციის მიხედვით, შეიძLება ასევე ფანჯრიდან დანახული პეიზაჟის დახატვაც.
7 _ მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს აქვთ წარმოდგენა და საუბრობენ იმპრესიონიზმის ძირითად ნიშან _ თვისებებზე. შეუძლიათ აკვარელის ტექნიკით პეიზაჟის გამოსახვა.
8 _ საგებელი სხვებისათვის: მირებულ ცოდნას გაუზიარებენ თანატოლებს.
9 _ სამუშაო ენა: ქართული
10 _ მონაწილეები სხვა სკოლებიდან: მოსწავლე იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალხით ეხმარება თანატოლებს, წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სკოლებიდან.
11 _ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ს.გ. VII.7 _ მოსწავლე წარმოადგენს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნამუშევრებს და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ. ს.გ. VII.1 _ მოსაწვლე შემოქმედებითად იყენებს სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს ნამუშევრის შექმნას.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნანა ლაბაძე
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
nanalabadze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanalabadze.blogspot.com